16:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 16:04:06, 687 ნახვა

საზოგადოება
თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთობლივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა.

"ფორუმის მიზანი ქართულ-ჩეხური სამართლის სისტემების კიდევ უფრო დაახლოება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროპული პერსპექტივის კონტექსტში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. ფორუმში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლის დარგის ექსპერტები მონაწილეობენ;

განიხილავენ ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების თავისებურებებს, საქმიანობის მოდელებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ჩეხეთს შორის განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გასულ წელს მოაწერეს ხელი.

პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი 6 ოქტომბერს დასრულდება, 2024 წელს კი, ღონისძიება პრაღაში გაიმართება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics