18:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 16:34:39, 826 ნახვა

საზოგადოება
დუმბაძე მწერლებზე - ბოიკოტს სახელმწიფოს და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ

მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს, - ამის შესახებ მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

დუმბაძე ასევე გამოეხმაურა ბოიკოტის საკითხს და აღნიშნა, რომ მას მწერლებისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია და ისინი ბოიკოტს არა მას, არამედ "სახელმწიფოს, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ".

"მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს... მე პიროვნულად [ბოიკოტს] არ მიცხადებენ, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგორც ხელმძღვანელი ორგანიზაციის . მე ეს თანხა მიდევს ანგარიშზე, მათ შეუძლიათ, რომ  ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ", -  განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics