20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 12:34:59, 1787 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინის კიდევ 400 მილიონი ევროს სამხედრო ტექნიკას გადასცემს

გერმანიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. მისი მოცულობა 400 მილიონი ევროა. უკრაინა მიიღებს Gepard ტანკებს, IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 200 MRAP-ის ჯავშანმანქანას ნაღმების ველებთან საბრძოლველად. დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალა და AT-2 ნაღმების რაკეტები დისტანციურად განლაგებული ნაღმებისთვის.

გარდა ამისა, ზამთრის აღჭურვილობა, უკვე მიწოდებული სისტემების სათადარიგო ნაწილების ნაკრები, მანქანები და 50 ზედაპირული დრონი გადაეცემა უკრაინას.

გერმანია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. „სავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე სულ 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის. ამჟამად ძირითადი აქცენტი კეთდება ქვედა ტაქტიკური დონის ხელმძღვანელობის, ანუ ჯგუფის, ოცეულის და ასეულის მეთაურების მომზადებაზე“, - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გადაწყვეტილება დახმარების ახალ პაკეტზე რამშტეინის ფორმატში მე-15 შეხვედრის შედეგების შემდეგ მიიღეს. ამ დროისთვის გერმანია ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინას დახმარების მხრივ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics