20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 12:03:00, 1780 ნახვა

ომი უკრაინაში
რომის პაპი - მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემას, არამედ იარაღით ვაჭრობას უკავშირდება

მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემას, არამედ იარაღის გაყიდვას, იარაღით ვაჭრობას უკავშირდება,- ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, პაპამ აღნიშნა, რომ "გარკვეულ იმედგაცრუებას" გრძნობს.

„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში... ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე იქნება უკრაინელი ხალხი და ეს უსიამოვნოა“,- თქვა პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics