21:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 23:59:54, 1285 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - პრეზიდენტ ზელენსკის მინდა ვუთხრა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარასოდეს მიაყენოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

პოლონეთის პრემიერმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარასდროს მიაყენოს.

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე როგორც მან ეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics