20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 23:46:27, 1363 ნახვა

ომი უკრაინაში
NBC - ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემენ

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს მცირე რაოდენობით შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია NBC ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს უკრაინა შეიარაღებას და როდის გახდება ეს ინფორმაცია საჯარო.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლება თვეების განმავლობაში ითხოვს ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics