22:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 14:41:34, 915 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძემ სოფელ ჩეტკიძეებში ხიდის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩეტკიძეებში ხიდის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს რკინა-ბეტონის 4 მ სიგრძის სწორკუთხა მილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ბეტონის სარეგულაციო კედლები, ბეტონის საფარი და მოაჯირები. ბიუჯეტი 116 637 ლარი.

„ოქტომბრის დასასრულს სოფელი ჩეტკიძეების 25 ოჯახი კეთილმოწყობილი ხიდით ისარგებლებს.

მიმდინარე წელს სოფელ ნამონასტრევში არსებული ხის ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა სწორკუთხა მილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რკინის კონსტრუქციას, მოაჯირს და სავალ ნაწილს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 32 140 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics