02:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 13:28:21, 743 ნახვა

მსოფლიო
მორავეცკი - ვარშავა არ დაუშვებს, რომ პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს

ვარშავა არ დაუშვებს, რომ პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინას სჭირდებოდა დახმარება, პოლონეთმა მათ „საკუთარი გულებისა და სახლების კარი გაუღო“.

„პოლონეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება, ჩვენ არ გავხსნით საზღვრებს“,- განაცხადა მორავეცკიმ. 

მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები დაცული იქნება.

"ჩვენ ვეუბნებით არას პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის შეფერხებას და მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის ზიანის მიყენებას. სწორედ ჩვენმა მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე",- დასძინა მორავეცკიმ.

ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

აღსანიშნავია ასევე, რომ პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებს, გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics