|
2023-09-10 13:17:43, 1236 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს
აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებში 100% -70% გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნო. სტუდენტები წახალისების მიზნით 2 000 და 1 000-ლარიან ჯილდოს მიიღებენ. წელს აჭარის რეგიონიდან 3 300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100% და 70% გრანტით. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ახორციელებს სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ. სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. რამდენიმე წელია მაღალმთიან აჭარაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისთვის, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დამატებით, უფასოდ გაიარონ კურსები სხვადასხვა საგანში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრების კურსდამთავრებულთა 80%-ზე მეტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. აჭარის მთავრობა განათლების სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აფინანსებს სტუდენტების სწავლებას და სტაჟირებას. ასევე, წარმატებულ სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა კრიტერიუმს, უფინანსდებათ სწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)