10:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 14:15:22, 601 ნახვა

საზოგადოება
ქარქაშაძე - სულ მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდის მოემსახურებას შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტის თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ), სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

„პროექტირების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მომსახურება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც სატრანსპორტო ჰაბი - ლოგისტიკური და სამგზავრო გადაზიდვების თვალსაზრისით“,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“ არის ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics