01:28 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 15:23:46, 855 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიამ უკრაინას Gepard-ებისთვის ახლადწარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას Gepard-ის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ახლად წარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მასალა კომპანია Rheinmetall-ის ახალ საწარმოო ხაზზეა დამზადებული.

"უკრაინის ომი თითქმის ყოველდღე გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა დამოკიდებულია საჰაერო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის რაოდენობაზე. Gepard საბრძოლო მასალის წარმოების განახლებით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტად ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

ცნობისთვის, კომპანია Rheinmetall უკრაინისთვის Gepard-ებისთვის საჭირო 300 000 ჭურვის მიწოდებას გეგმავს, რომელიც დრონების ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics