|
2023-08-31 12:58:10, 615 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმატებული პროექტი „e-გეზი“ 1 წლის გახდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციის ფარგლებში, განხორციელებილი პროექტი - ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „e-გეზი“ უკვე 1 წლის გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება, გულისხმობს ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას. „e-გეზი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მოუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით, ელექტრონულად განახორციელონ ტვირთის გაფორმების პროცედურები. ამასთან, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - „eCustoms"-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი/შეღავათიანი საფასურებია დადგენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ,,e-გეზი"-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ, სულ დარეგისტრირებულია 117 454 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს. „e-გეზი“-ის კონცეფცია მნიშვნელოვნად ამცირებს გადასახადის გადამხდელთა დროს, ფინანსებს და რაც ყველაზე მთავარია ახდენს მომხმარებელთა რიგების განტვირთვას, საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა გაფორმების ეკონომიკურ ზონებში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დისტანციური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, დაგეგმილია მრავალი ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)