20:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 21:23:11, 884 ნახვა

საზოგადოება
მღებრიშვილი - სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება და ძებნა-შველის სამუშაოები ფაქტობრივად დღეს დავასრულეთ

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შოვში სტიქიის მე-14 დღე შეაჯამა.

მისი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები მხოლოდ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტზე დარჩათ და ამ ადგილას სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.

''ფაქტიურად დღეს ჩვენ დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს სულ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ხვალ დავასრულებთ'', - განაცხადა მღებრიშვილმა. 

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics