22:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 14:30:54, 615 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დაათვალიერა

ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ხიდი ქვეითებისთვის დღესდღეობით სრულებით უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა -  საჭიროებდა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმტვრეოდა მინის მოაჯირები.  აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე,  „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

"პროექტის ფარგლებში 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები და  ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი.

„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა,  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000  ლარი დაიხარჯა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics