22:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 16:25:14, 776 ნახვა

საზოგადოება
შოვში დაღუპულთაგან ერთ-ერთი მანანა ჯაჭვაძეა

შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი - მანანა ჯაჭვაძე. 

ჯაჭვაძე სტიქიის ადგილას შვილთან - მარინა ხორბალაძესთან - და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - მაშველები 4 წლის გიორგის ჯერ კიდევ ეძებენ.

დღეს კიდევ ერთი გარდაცვლილის ინდეფიცირება მოხდა, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 4 წლის ლუსის დედა, სოფო ბაკურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია რაჭის Facebook გვერდზე ვრცელდება და ნათქვამია, რომ სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics