06:07 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 11:57:54, 1572 ნახვა

სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - მოვუწოდებთ გოგა რაზმაძეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების თხოვნით, 4 აგვისტოს განმეორებით მიმართა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია, მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.

გოგა რაზმაძემ, იგივე ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა.

განცხადებაზე რეაგირების მიზნით, იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics