14:23 - 27 Jun, 2026
|
2023-07-31 11:32:35, 928 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ბრიანსკის ოლქში პოლიციის შენობაზე დრონით შეტევა განხორციელდა
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, ტრუბჩევსკის რაიონში შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოგომაზის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ტრუბჩევსკის რაიონს. უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს სამხარეო პოლიციის შენობაზე. დაზიანებულია სახურავი და ფანჯრები",- წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ადგილზე ამ წუთებში ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. უკრაინას აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)