|
2023-07-30 18:34:56, 1091 ნახვა
მსოფლიო
პაპმა ფრანცისკემ რუსეთს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდა
პაპმა ფრანცისკემ რუსეთს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდა როგორც პაპმა აღნიშნა, შეთანხმების აღდგენა საჭიროება არსებობს, რათა შესაძლებელლი გახდეს უკრაინის მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტი და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გაუარესებული სურსათის მიწოდების გლობალური შეფერხების შემსუბუქება. "არ შევწყვიტოთ ლოცვა დატანჯული უკრაინისთვის, სადაც ომი ანადგურებს ყველაფერს, მარცვლეულსაც კი. და ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა, რადგან მარცვლეული მისი საჩუქარია კაცობრიობის გამოსაკვებად, მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირება მოხდეს”, - განაცხადა პაპმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, კრემლმა შეთანხმების დატოვების მიზეზად რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)