|
2023-07-28 21:59:10, 1256 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიევმა ტაგანროგის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემის საზენიტო რაკეტით განახორციელა. ამასთან ერთად, რუსეთმა ტაგანროგში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. "კიევის რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა ტაგანროგის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმა განხორციელდა S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემის საზენიტო რაკეტით. კიევის რეჟიმის მიერ განხოციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, დღეს როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)