|
2023-07-27 16:06:37, 1223 ნახვა
მსოფლიო
ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს
დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერში სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვისას პოლკოვნიკმა, ამადუ აბდრამანმა 9 ჯარისკაცთან ერთად თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალება სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობასა და უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას უკავშირდება. როგორც სამხედროებმა აღნიშნეს, დაშალეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტის ფუნქციონირება და ვითარების დასტაბილურებამდე ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტეს. მათ ასევე მოუწოდეს პარტნიორებს, რომ ქვეყნის საქმეებში არ ჩაერიონ. ”ჩვენ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა... გადავწყვიტეთ, რომ ბოლო მოეღოს რეჟიმს",- თქვა აბდრამანმა მიმართვისას. მანამდე, 26 ივლისს საპრეზიდენტო გვარდიის ჯარებმა ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დააკავეს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტს "ურყევი მხარდაჭერა" გამოუცხადა. ურანით მდიდარ ქვეყანას ასევე მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც. აღსანიშნავია, რომ ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, რომელიც 2021 წელს აირჩიეს, საფრანგეთის და დასავლეთის ქვეყნების ახლო მოკავშირეა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)