13:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 15:32:02, 882 ნახვა

საზოგადოება
ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორებმა კომისიასთან გასაუბრება გაიარეს

საქართველოს პროკურატურაში, 35-მა სტაჟიორმა, ერთწლიანი სტაჟირება დაასრულა. წარმატებული სტაჟიორები პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სტაჟიორებმა სტაჟირების გავლის კომისიასთან ინდივიდუალური გასაუბრებები გაიარეს.

"სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.     

დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის,  ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.   

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics