07:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 10:52:06, 1385 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ხონის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩაჯიხაიშში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics