|
2023-07-27 09:31:44, 1135 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ICC-სთვის გადაცემის განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის განკარგულება გასცა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა უარი თქვა საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის სპეციფიკის განხილვაზე. „რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყების დღიდან პრეზიდენტი ცხადი იყო: პასუხისმგებლობა უნდა დადგეს უკრაინაში ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების ჩამდენი და ხელშემწყობი პირების მიმართ. კონკრეტულად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობის რამე სპეციფიკის განხილვას“,- განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა. Reuters-ის ცნობითვე, უკრაინის ხელისუფლების და დასავლეთის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები მკვლელობებისა და სიკვდილით დასჯის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის, იძულებითი დეპორტაციის, ბავშვების გატაცების, წამების, სექსუალური ძალადობისა და უკანონო დაკავების შესახებ. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)