|
2023-07-26 15:26:18, 1082 ნახვა
მსოფლიო
მედია - მოლდოვამ რუსეთის საელჩოდან 45 პირი გააძევა, პერსონალი თითქმის 60 კაცით შემცირდა
მოლდოვის მთავრობის განცხადებით, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატების, ტექნიკური და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვის პრემიერ-მინისტრზე, დორინ რეჩანიზე დაყრდნობით ავრცელებს. რეჩანის განცხადებით, დიპლომატების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური პერსონალის რიცხვი 15-მდე მცირდება. "ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც კიშინიოვის ხელისუფლებამ დღეს დილით აცნობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში",- თქვა პრემიერ-მინისტრმა. მოგვიანებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და 27 ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლის გაძევების შესახებ. ჯამში, მოლდოვა რუსეთის საელჩოს 45-მა თანამშრომელმა უნდა დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)