|
2023-07-26 13:57:06, 1493 ნახვა
მსოფლიო
IMF - „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ, შესაძლოა, მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს
რუსეთის ფედერაციის მიერ "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხების" შეჩერებამ, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, IMF-ის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" იყო უკრაინიდან მარცვლეულის დიდი მარაგის გასატანად "ძლიერი ინსტრუმენტი", რაც სურსათზე ფასების ზეწოლას ამცირებდა. "ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა",- თქვა გურინჩასმა. ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)