14:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 17:11:41, 1228 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე გაიზარდა

რუსეთის ფედერაციის დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარში გაწვევის ასაკობრივი ზღვარი 30 წლამდე იზრდება, ქვედა ზღვარი კი უცვლელი - 18 წელი რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

ახალი კანონი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და შესაბამისად, მომდევნო საგაზაფხულო გაწვევაზე გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია, ჯარში გაწვევის მაქსიმალურ ზღვარად 30 წლის ასაკის შემოღებასთან ერთად, მინიმალური ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდასაც ითვალისწინებდა.

კანონპროექტის აღნიშნულ ვერსიას დუმამ პირველი მოსმენით მხარი ივნისში დაუჭირა, თუმცა გასულ პარასკევს საკანონმდებლო ინიციატივაში შევიდა მოულოდნელი ცვლილება, რომლის თანახმადაც, რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარი 21 წლამდე არ გაიზრდება.

ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის ფედერაციაში, ჯარში გაწვევის ზედა ზღვარი 27 წელი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics