14:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 15:20:27, 1134 ნახვა

მსოფლიო
WP - პუტინმა პრიგოჟინის აჯანყებაზე წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის უშიშროების სამსახურმა, სულ მცირე, 2-3 დღით ადრე გააფრთხილა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აჯანყებას ამზადებდა. ამის შესახებ Washington Post-ი უკრაინელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემას წყაროები ეუბნებიან, აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლში, უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა - გაიზარდა საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი და გაიგზავნა მეტი იარაღი, თუმცა არეულობის დღის უმეტეს ნაწილში ბრძანებები არ გაცემულა, რადგან პუტინი პარალიზებული იყო და გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო.

"პუტინს ჰქონდა დრო, მიეღო გადაწყვეტილება [აჯანყებულების] ლიკვიდაციისა და ორგანიზატორების დაპატიმრების შესახებ. როცა [აჯანყება] დაიწყო, მოხდა პარალიზება ყველა დონეზე... იყო შეშფოთება და დაბნეულობა. დიდი ხნის განმავლობაში, მათ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ",- უთხრა გამოცემას ევროპიდან უშიშროების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics