|
2023-07-25 10:43:09, 1078 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გენდერის შეცვლის პროცედურებს კრძალავს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსული მედია იურიდიული ინფორმაციის პორტალზე დაყრდნობით იტყობინება. განკარგულების თანახმად, სქესის შეცვლა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" წერს, იკრძალება სამედიცინო ჩარევები, მათ შორის მედიკამენტოზური, რომლებიც სქესის შეცვლისკენ არის მიმართული. კანონი არ ეხება იმ ტიპის ჩარევას, რომელიც "ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიის მკურნალობას ითვალისწინებს" და რომელსაც სამედიცინო კომისია განსაზღვრავს. ამავე კანონით, თუ ერთ-ერთი მეუღლე შეიცვლის სქესს, ქორწინება უქმდება. გარდა ამისა, სქესის შემცვლელს აეკრძალება ბავშვების შვილად აყვანა. კანონის ნორმები არ ვრცელდება მათზე, ვინც მის ძალაში შესვლამდე შეიცვალა სქესი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ევგენია კოტოვამ ფედერაციის საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დოკუმენტი მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს არ არღვევს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)