15:44 - 27 Jun, 2026
|
2023-07-24 14:18:19, 994 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის მახლობლად სამგზავრო გემი ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 6 პირის გადარჩენა მოახერხეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც 3 გასაბერი და ორი სათევზაო ნავი, ასევე 6 მყვინთავია ჩართული. სამგზავრო გემი, რომელიც 20 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, 40 მგზავრით ბუტონის პროვინციის სოფელ ლანტოდან ახლომდებარე სოფელ ლაგილიში მიემგზავრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)