11:35 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 11:08:59, 1715 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა მომავალ ზაფხულს ომს მოიგებს და ნატოში გაწევრიანებას შეძლებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ვარაუდობს, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ნატოში გაწევრიანებას შეძლებს. აღნიშნულ საკითხზე რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო დროდ მომავალი წლის ზაფხულში დაგეგმილ ნატოს სამიტს განიხილავს.

„ვინ იცის, იქნებ, ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“,- ამბობს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ომი მომავალ ზაფხულს დასრულდება, რეზნიკოვმა თქვა:

"დიახ, ჩვენ ამ ომს მოვიგებთ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics