12:49 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 10:43:11, 1518 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს

რუსეთი სამხრეთ ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

"სამწუხაროდ, რაკეტები ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს მოხვდა. მტერმა გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი“,- განაცხადა კიპერმა.

როგორც უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა თქვა, რაკეტები დაბალ სიმაღლეზე იყო გაშვებული და მათი აღმოჩენა რთული იყო.

„მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია "მარცვლეულის შეთანხმებასთან". ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა.

თავდაპირველად იყო ორი რაკეტა და როდესაც დაიწყო სამაშველო ოპერაცია, ხანძრის ჩაქრობა, ისევ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. საბედნიეროდ, მაშველებმა თავშესაფარში მისვლა მოახერხეს, მაგრამ დაზიანდა ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა“,- განაცხადა გუმენიუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics