15:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 17:04:39, 1384 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ავსტრალიამ 35 რუსულ ორგანიზაციას და 10 პირს, მათ შორის რუს მინისტრებსა და მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. შავ სიაში რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი და ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო მოხვდნენ.

სანქციები დაუწესდათ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, სამხედრო ვერტმფრენებს, აღჭურვილობას აწვდიან შეიარაღებულ ძალებს, ოპერირებენ ბირთვულ ენერგეტიკაში და არქტიკული რესურსების მოპოვებას ახორციელებენ.

„დღევანდელი სანქციები ხაზს უსვამს ავსტრალიის ვალდებულებას, იმუშაოს პარტნიორებთან, რათა შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთზე და მათზე, ვინც მას მხარს უჭერს“,- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics