|
2023-07-13 09:57:43, 864 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კახეთის მხარეში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
მოსავლის აღების სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, შირაქის ველზე გაეცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული 300-მდე კომბაინი. მოსავლის აღების და დაბინავება-რეალიზების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, შირაქის ველზე მოსავლის 90 პროცენტი უკვე აღებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, მეხორბლე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ არის. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლობით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დედოფლისწყაროში ხორბლის შესანახი სასაწყობე მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც ხორბლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მეხორბლე ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილს ეკუთვნის, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 800 ტონა ხორბალს იბარებს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა მეურნეობამ, დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალი უკვე ჩაიბარა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)