22:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 19:21:01, 848 ნახვა

საზოგადოება
ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ

8 ივლისს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო 9 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას. გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.

„თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატა ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იან ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში“,- აღნიშნულია ინფორმაციში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics