23:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 14:11:40, 627 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ექსპერტებმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული კონცეფცია  მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, რამაც უნდა უზრუნველყოს სოფლის მოსახლეობის და ფერმერების მიერ საძოვრებით სარგებლობის სამართლებრივი და სამეურნეო პირობების განსაზღვრა-დამკვიდრება, საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე, ნაყოფიერების გაუმჯობესება და მეცხოველეობის დარგის მდგრადი განვითარება.

„დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საძოვრების მდგრადი მართვის ხედვა და პრინციპები: საძოვრად გამოყენებული მიწების საკუთრებისა და საძოვრებით სარგებლობის უფლებების საკითხები, საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ინსტიტუციური მოწყობა, საძოვრების მართვის ეკონომიკური და ფისკალური ასპექტები, საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვა და მონიტორინგი.

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტმა საფუძველი შეუქმნა  საძოვრების მართვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონცეფციაში ასახული პრინციპები პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს საძოვრებთან მიმართებაში და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვასა და დამკვიდრებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics