19:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 12:46:50, 1097 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკოს განცხადებით, ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამჟამად რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში არიან განთავსებული.

„რატომ მეკითხებით, სად არის დღეს „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანია და ამ კომპანიის ხელმძღვანელი? ეს კომპანია, კარგად გესმით, რუსულია. ამიტომ, კითხვა აშკარად არ მეკუთვნის. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან, მუდმივ ბანაკებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ფრონტიდან გაყვანის შემდეგ.

რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის პეტერბურგში იმყოფება. დღეს დილით სად არის? შეიძლება, დილით მოსკოვში წავიდა. რამდენადაც დღეს დილით მაცნობეს,- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

27 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics