01:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 16:28:48, 836 ნახვა

საზოგადოება
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა

5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საბაჟო დეპარტამენტს 50 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა (პლანშეტები) და 10 ცალი კონტრაბანდული საქონლის აღმოსაჩენი მოწყობილობა გადასცა.

„აღნიშნული აღჭურვილობა საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე რისკზე დაფუძნებული კონტროლის აღსრულებას და კონტრაბანდული ტვირთების დეტალურ დათვალიერებას. პროექტი, რომლის სახელწოდებაა - „საზღვრების ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, IOM-ის მიერ, უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს ინტეგრირებული საზღვრის ძირითადი ელემენტების კონსოლიდაციის ხელშეწყობას.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„თბილისი“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ირაკლი თევდორაძე, ასევე სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics