07:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 10:06:25, 855 ნახვა

საზოგადოება
დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანადაფინანსებით დედოფლისწყაროში ტყის აღდგენის პროექტს განახორციელებს. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სამიზნე ტერიტორიად  შერჩეულია 93 ჰა დეგრადირებული მუხნარი კორომი, სადაც ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის ღონისძიებები ჩატარდება.

პროექტის  ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის, საჭირო 30-მდე ერთეული აღჭურვილობა და ტექნიკა გადაეცა.  ასევე, დაფინანსდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, რომლებიც სააგენტოს მიერ მომზადებული  პროექტის მიხედვით,  ტყის ბუნებრივი აღდგენის  ღონისძიებებში ჩაერთვებიან.  

„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და დღეისათვის, ამის საშუალებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარიც“ გვაძლევს. დედოფლისწყაროში 93 ჰექტარზე მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტი ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მნიშვნელოვანია  რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

„ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისა და მედეგობის ზრდისათვის“ - პროექტს  გლობალურ დონეზე IUCN-ი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics