11:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 16:58:28, 634 ნახვა

საზოგადოება
მერია - ლოტკინის დასახლებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დანაგვიანებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ლოტკინის დასახლებაში, დავით იოსელიანისა და მაჩხაანის ქუჩების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 30 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაიწმინდა და მონიტორინგის მიზნით, კონტროლის გასამკაცრებლად ფოტოხაფანგები დამონტაჟდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„მსგავსი აქციებით, გარდა იმისა, რომ ვასუფთავებთ კონკრეტულ ადგილებს, ასევე, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც კანონს არღვევს, ნუ დაანაგვიანებენ ქალაქს. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხვალიდან მკაცრად გაკონტროლდება და ფოტოხაფანგებიც მოეწყობა. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მოხდება რეაგირება და ჯარიმებიც გამოიწერება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics