|
2023-06-12 17:30:09, 761 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - ვისაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით
სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ გვქონდა მიდევნების საშუალება, სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აქედან გამომდინარე, მედიცინით დახმარებით რეპროდუქციის საკითხები და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, -აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, მზარდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინის დახმარებას საჭიროებენ. შესაბამისად მნიშვნელოვანია დარგში არსებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ასევე ბენეფიციარების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. მისივე თქმით, განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლის მექანიზმები. „აღნიშნული დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული და ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა. მაგ: ბავშვების ვაჭრობასთან დაკავშირებით, შეიძლება ყოფილიყო სამწუხარო ფაქტები, არ მინდა ახლა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. დაურეგულირებელ ბაზარს თან ახლდა ბევრი მიუღებელი და არაეთიკური ფორმები. ახლა მკაფიოდ გვაქვს ჩანაწერი და ეს შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული ქსოვილების/უჯრედების დონაციის და ასევე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, სფეროში კომერციული ინტერესები მაღალია. „მნიშვნელოვანია, რაც ამ კანონით რეგულირდება - უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეეძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ უხერხულობას ახლავს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს ან მერე მშობიარობას და ამ ხარჯებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა სხვა ქვეყნების პრაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანას კი შედარებით კომპრომისული მიდგომა აქვს არჩეული. „ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეიძლება დემოგრაფიულ ნაწილშიც დაგვეხმაროს, თანვე ეს სფერო იყოს მოწესრიგებული და პასუხისმგებლობა ავიღოთ მთლიანად ამ მიმართულებაზე. აქ ძირითადი და მთავარი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)