01:51 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 10:24:44, 1297 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის 35-ე საზღვარო ბრიგადის კონტრადმირალი მიხაილო ოსტროგრადსკი ავრცელებს.

მისი თქმით, დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა, დაახლოებით, 50 "რაშისტი" გაანადგურეს, 4 რუსი კი ტყვედ აიყვანეს. 

"კონტრშეტევის ფარგლებში 35-ე ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავუსუფლეს. დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა, დაახლოებით, 50 "რაშისტი" გაანადგურეს, 4 რუსი კი, ტყვედ აიყვანეს. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სოფელ სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებულ პუნქტში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. ოპერაცია, დაახლოებით, დილის 5 საათზე დაიწყო. სამხედროებმა შტურმი დაიწყეს. მტერმა წინააღმდეგობა გაგვიწია და არტილერიიდან ისროდა, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით განახორციელეს შეტევა და სტოროჟევოე გაათავისუფლეს",- განაცხადა ოსტროგრადსკმა.

სოფელ სტოროჟევოე გათავისუფლებას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარიც.

"ეროვნული დროშა კვლავ ფრიალებს სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“, - წერს მალიარი.

ცნობისთის, დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე ოკუპირებული 2022 წლის 11 მარტიდან იყო. 

ამასთან, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად დონეცკის ოლქის 2 სოფელი - მაკაროვკა და ბლაგოდატნოეც გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics