2023-06-10 16:54:09, 1512 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯასტინ ტრუდოს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
"მივესალმები კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და მისი გუნდის წარმომადგენლებს უკრაინაში.
რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად ჩვენი ხალხის დამხობისა, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ერთად ვიდგებით ისევე, როგორც ახლა ვდგავართ - ჩვენი ცხოვრებისა და ადამიანების დასაცავად",- წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ვიცე-პრემიერ, კრისტია ფრილანდთან ერთად დღეს, 10 ივნისს ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,