15:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 16:25:24, 690 ნახვა

საზოგადოება
„სიკეთე იწყება შენით!“ - 9 ივნისს, რესტორან „ბინა N37“-ში საქველმოქმედო საღამო გაიმართება

9 ივნისს, რესტორან "ბინა N37"-ში, სლოგანით "სიკეთე იწყება შენით!" საქველმოქმედო საღამო გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქველმოქმედო საღამო მიზნად ნინო ქათამაძის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად რესურსების მობილიზებას ისახავს.

"ფონდი ზრუნავს 70-ამდე ბავშვზე, ლტოლვილებზე, ძირითადად, უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ფონდი უზრუნველყოფს მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, აწყობს მასტერკლასებს, ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების განვითარებას - მუსიკა, სახვითი ხელოვნება; ბავშვებს უტარდებათ სამედიცინო ოპერაციები და ა.შ.

საღამო მოიცავს გასართობ პროგრამას, მათ შორისაა ნინო ქათამაძის სიმღერების შესრულება, მისასალმებელი სიტყვა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მიერ, ვახშამი უკრაინული სამზარეულოს პოპულარული რესტორნებისგან - Fork და Pan Varenyk და საღამოს დასასრულს,  საქველმოქმედო აუქციონი.

საქველმოქმედო თანხის საწყისი მოცულობა 200 ლარიდან იწყება და მთლიანად გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე GE77TB7493945067800006",- ნათქვამია უკრაინის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics