15:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 17:23:34, 850 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას

ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

აზარაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში, დასრულდება ამავე კომპლექსში მდებარე, ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც, სადაც ახალ ბინებს, კიდევ 320 ოჯახი მიიღებს.  

„საერთო ჯამში, ამ საცხოვრებელ კომპლექსში, 800 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩატარებული სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.  

მინისტრის განცხადებით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რისთვისაც 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„გასული წლის განმავლობაში, 3500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის განმავლობაში, წლების მიხედვით გადაცემული ბინების რაოდენობით, ეს რეკორდული რიცხვია.

ჩვენ, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობს და მოგახსენებთ, რომ წელს,უკვე 1500 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი, ეს რიცხვი კი, წლის ბოლომდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2023 წელს, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა 230 მილიონ ლარზე მეტია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics