03:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 16:14:27, 1372 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონის რეგიონიდან 1 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ხერსონის რეგიონიდან 1 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გადაუდებელი დახმარების სამსახური ავრცელებს.

როგორც სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკისმა აღნიშნა, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა, ხოლო მარცხენა სანაპიროს გაცილებით მეტი ზიანი მიადგა.

"მარჯვენა სანაპიროზე, ფაქტობრივად, კრიტიკული პირობები არ დაფიქსირებულა იმ დასახლებებში, სადაც წყალი მატულობს. კერძოდ, რეგიონული ცენტრი კრიტიკულად არ დაზარალდა, დაიტბორა ზოგიერთი მიკრორაიონი, საცხოვრებელი სექტორი და ქუჩები", - განაცხადა ნატალია ჰუმენიუკისმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics