03:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 23:09:24, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - კონტრშეტევის დასაწყებად უკრაინას საკმარის იარაღი აქვს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმარის იარაღი, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, კონტრშეტევა უკრაინას მისცემს იმ გამარჯვებას, რომელიც ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად სჭირდება.

როგორც კულებამ აღნიშნა, ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანება უკრაინისთვის მხოლოდ აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ნატოს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ ნატოს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. ამიტომ საუკეთესო გზა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის იქამდე მისვლა, სადაც უკრაინა გახდება ნატოს წევრი", - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics