03:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 15:40:57, 1623 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ნატოს სამიტზე მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, ვილნიუსის სამიტზე არაფერი გვესაქმება

თუ ნატოსგან მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, ვილნიუსის სამიტზე არაფერი გვესაქმება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს.

"ნატოს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად აშინებს რუსეთი, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკში იხილონ. თუ ჩვენ ვილნიუსში არ დაგვინახავენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, მე მჯერა, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. 

ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ვერ გავწევრიანდებით ნატოში, ან უსაფრთხოების რომელიმე ძლიერ ბლოკში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთ ფრაზად: "უკრაინა იქნება ნატოში ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება?",- განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics