20:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 11:29:18, 1194 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს. წელს, ფესტივალის საიუბილეო, მეხუთე სეზონზე განსაკუთრებით საინტერესო პროგრამას და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გთავაზობთ.

ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. 11 დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახეებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის „ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო - „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლის ფესტივალს. წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან  - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თუქრმენეთი უერთდებიან.

„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწროთ წინანდლის ფესტივალს.

ნაკრებების შესაძენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე  032 2 27 27 00.

*„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ის ვებგვერდზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics