21:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 09:37:19, 748 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამეცნიერო სტატიების გარდა, ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

"სამეცნიერო სტატიების და ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზეც (http://iustitia.gov.ge/ge) არის შესაძლებელი.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. შედარებით - სამართლებრივ კონტექსტში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სფეროში მომზადებული პროექტები და ინოვაციური მიდგომები.

სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებული ნარკვევები და გაანალიზებული იქნა ხსენებული დოკუმენტის სამართლებლივი მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics