22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 13:56:07, 822 ნახვა

საზოგადოება
30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა

თბილისის მერია, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს 164 მოქალაქეს უფინანსებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს/

უწყების ცნობით, მერიამ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსება დაიწყო, ხოლო 2022 წლიდან, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.

„ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.

თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამის დაწყებით, გაფანტული სკლეროზის მქონე პირების საწოლს ან ეტლს მიჯაჭვულობისგან დახსნა გახდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics